მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთადსოფელ წინამძღვრიანთკარში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აღნიშნული სკვერის ბილიკის ზედაპირი უკვე კეთილმოწყობილია ბეტონის ფაქტურით და ლითონის მოაჯირთ. მიმდინარეობს განათებისთვისსისტემის მონტაჟი, დაგეგმილია საბავშვო ზონების მოწყობა, მოსასვენებელი ხის სკამების, ურნების და შადრევნის მონტაჟი. სკვერში დაირგვება მარადმწვანე და ყვავილოვანი მცენარეები. სამუშაოები მცხეთის მერიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.