მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად  ქალაქ მცხეთის , გალავნის, ძალისის, წილკნის, ჯიღაურას, ვაზიანის, ლისის, ნატახტრის, მისაქციელის და ნავაზის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა  წყლის სისტემების მოწყობა, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა და სოფლებში საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. 

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარს შეადგენს, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.

ყველა დასახელებულ პროექტს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 23 იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა. ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც დაგეგმილია შეხვედრები, რომლებიც 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მოცემული ბმულით:

http://mtskheta.gov.ge/ka/press-center/news/985

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018