მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება

25 იანვარს, რეგიონში განსახორციელებელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები,მერის წარმომადგენლებთან ერთად ახალდაბის, უფურეთის, ფრეზეთისა და ერედის მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეულ სოფელში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტი შეარჩიეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა, ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც გაიმართება. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თითოეულ სოფელში, შერჩეული პროექტის განხორციელებისთვის 5000-დან 10000 ლარამდე თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018