მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დასრულდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლებში საერთო კრებებს დაესწრნენ და მოსახლეობასთან ერთად, მათთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 846 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. კრებებზე, დასახელებულ პროექტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018