მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, მცხეთის სასპორტო სკოლის 2022 წლის წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა.
სპორტული წარმატებებისათვის ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის მაღალი შედეგების მქონე სპორტსმენები და მწვრთნელები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე გიორგი ბაჯაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა და მოადგილე გიორგი კვახაძემ დააჯილდოვა.
ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლაში შექმნილმა დროებითმა სამუშაო კომისიამ, 2022 წლის შედეგების მიხედვით გამოავლინა 14 წარმატებული სპორტსმენი და 3 მწვრთნელი, რომლებიც დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიება, ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.