მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის. 

ტექნიკური მარილი დილიდანვე იყრება და გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება ლისის, მუხათწყაროს, ნაფეტვრების, საგურამოს ცენტრალურ გზებზე და შიდა გზების პრობლემურ ადგილებზე.

უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით. 

გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018