მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ციხისძირის ახალი სკვერი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან ერთად,  სოფელ ციხისძირში სკვერის კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისად მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანები ატრაქციონებით და ფანჩატურით, ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით ატრაქციონებთან დაიგო კაუჩუკის ფილები. დამონტაჟდა კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დეკორატიული სანათები, ურნები და ბილიკებზე კერამიკული ფილები დაიგო. ტერიტორია შემოიღობა ლითონის კონსტრუქციით და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.

სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა, რომელიც მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიებმა  შპს ,,ლაგო“-მ  განახორციელა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018