თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის.
დილიდანვე დაიყარა ტექნიკური მარილი და გზების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა ძეგვის, ხეკორძის, შანკევანის, ზაქაროს და წინამძღვრიანთკარის დევნილთა დასახლებისკენ მიმავალ ცენტრალურ გზებზე და შიდა გზების პრობლემურ ადგილებზე.
უამინდობის გამო, გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება საჭიროების შემთხვევაში.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით და გამართული ავტოტრანსპორტით.
გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.