მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია და ეროვნული ბიბლიოთეკა მცხეთაში სკვერის ბიბლიოთეკას გახსნიან

 11 ივნისს 12:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე მცხეთის ცენტრში სკვერის ბიბლიოთეკას გახსნიან.

წიგნის ბუდეს, რომელიც სკვერში დაიდგმება, ეროვნული ბიბლიოთეკა მოამარაგებს წიგნებით. აქ განთავსებული გამოცემები ნებისმიერ მსურველს შეუძლია აიღოს.

"პანდემიის პირობებში, როცა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, წიგნის წასაკითხად ყველაზე მეტი დრო გამოუთავისუფლდათ, შეეძლებათ განათლებაზე იზრუნონ", — აცხადებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018