სოფელ მისაქციელში სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მეტალ +“ ასრულებს. სახელშეკრულებო თანხა 689 877 ლარია.