სოფელ ერედაში და ძალისში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სერვისი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 455 835 ლარს შეადგენს.