სოფელ საგურამოში ( გაზის დასახლებასთან) არსებული მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,გაერთიანებული სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 67 632 ლარს შეადგენს.