სოფელ ძეგვში სასმელი წყლის ჭაბურღილის და მაგისტრალების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი სააქციო საზოგადოება ,,აქემ მაქინა ინშაათ დიშ თიჯარეთ“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 336 709 ლარს შეადგენს.