✔ სოფელ ქსანში სამედიცინო ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ქსანში სამედიცინო ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,სტარტ +“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 79 220 ლარს შეადგენს.