სოფელ კოტორაანთკარში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მშენებელი“ ახორციელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 636 447 ლარია.