სოფელ მისაქციელში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის (I და II მონაკვეთი) სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ლუკრი“ ახორციელებს. მისი სახელშეკრულებო თანხა 759975,89 ლარს შეადგენს.