სოფელ საგურამოში 21-ე ქუჩაზე საავტომობილო გზის გამყოფი გამწვანებული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 764 780 ლარია. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მ.მ“ ახორციელებს.