ქ. მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელში, პომპეუსის ხიდის მიმდებარედ, მტკვარზე გადასახედი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 116 327 ლარია. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი შპს „ თინნ ლაიფი“ ახორციელებს.