ქალაქ მცხეთაში, ბებრის ციხის მიმდებარედ, მდინარე არაგვის ხეობაში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 649 400 ლარს შეადგენს. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯორჯიან ენერჯი“ ახორციელებს.