სოფელ მუხრანში საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 321159,65 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „მალგიო“ ახორციელებს.