სოფელ წინამძღვრიანთკარში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაა 207776,99 ლარი.
სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.