სოფ. ვაზიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 399 999,85 ლარია.
აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს "გზების და მშენებლობის ჯგუფი" ახორციელებს.