სოფ. სასხორში შიდა საუბნო გზების ასფალთბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 288 111,00 ლარია.
აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს "ელიტ ბილდერს გრუპი" ახორციელებს.