სოფ. მუხრანში შიდა საუბნო გზების ასფალტბეტონის საფარით მოწყობა (მეურნეობის უბანში, შატოს შესასვლელთან ) მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 705 756,00 ლარია.
აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს "ბიემსი" ახორციელებს.