სოფ. მამკოდაში (ხოდაბუნების დასახლებაში) შიდა საუბნო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 465665,00 ლარია.
აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს "ელიტ ბილდერს გრუპი" ახორციელებს.