სოფ. წილკანში შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 248247,00 ლარია.
აღნიშნულ სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს "ევრო გზა" ახორციელებს.