სოფელ მუხრანში, აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი 6 ასაკობრივ ჯგუფზე, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. დამონტაჟებულია ლიფტი და პანდუსებით კეთილმოწყობილი. ბაღის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 1 653 676 ლარია. აშენდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთითა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით. სამუშაოები შპს ,,დიკა 2010“- მ შეასრულა.