დასრულდა სოფელ მუხრანში საზოგადოებრივი ცენტრის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებისათვის, რომელსაც მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია ,,ნოდო“ აწარმოებდა, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 139 303 ლარი დაიხარჯა.