ქ. მცხეთაში დასრულდა ნიჩბოსნობის ბაზის რეაბილიტაცია. სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "კომფორტი 2005" აწარმოებდა. რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 189,313 ლარი დაიხარჯა.