ქ. მცხეთაში დასრულდა არსენას სკვერის რეაბილიტაცია. სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "მშენკომპლექსი" აწარმოებდა. რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 133,113 ლარი დაიხარჯა.