დასრულდა მცხეთა - შიომღვიმის გზის 4 კმ-იდან წმინდა გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამშენებლო სამუშაოების მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,როუდ სოლუშენს" აწარმოებდა, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სახელშეკრულებლო თანხა 63 401 ლარს შეადგენს.