სოფელ ცხვარიჭამიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასრულდა შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, რეაბილიტაცია, კეთილმოწყობა. სამშენებლო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,უნივერსალმშენი''-მ შეასრულა. პროექტის ღირებულება 7 760 ლარია.