✔ სოფელ არაშენდაში დასრულდა შიდა საუბნე გზების რეაბილიტაცია
სოფელ არაშენდაში დასრულდა შიდა საუბნე გზების რეაბილიტაცია, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "ერ ტე დე" აწარმოებს სახელშეკრულებო თანხით - 196 953 ლარი.