სოფელ მუხათგვერდში სკვერის გაშენება და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შ.პ.ს “პე-ბე“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 9709 ლარს შეადგენს.