სოფელ ძეგვში დასრულდა სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და დაქსელვა სოფლის ცენტრის მიმდებარედ. რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,თერგი“ აწარმოებდა. სახელშეკრულებლო თანხა 99 390 ლარია.