სოფელ ჩარდახში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, რეაბილიტაცია და კეთილომოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შ.პ.ს „უნივერსალმშენი“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 10 670 ლარს შეადგენს.