სოფელ გოროვანში სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შ.პ.ს „დიდგორი“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 15 520 ლარს შეადგენს.