სოფელ წეროვანში გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი ი/მ ნინო რევაზიშვილი ახორციელებს. სამშენებლო თანხა 9 700 ლარს შეადგენს.