სოფელ ვარდისუბანში სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ნოდო“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 9700 ლარს შეადგენს.