სოფელ წილკანში საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა, შემოღობვის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ელმა“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 19 400 ლარს შეადგენს.