სოფელ ერედაში სასმელი წყლის მოწესრიგება, რეაბილიტაცია, რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ჰიდროგეო“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 1 940 ლარს შეადგენს.