სოფელ თეზამში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა განახორციელა. სამშენებლო თანხა 9700 ლარს შეადგენს.