სოფელ ძეგვში საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა და შემოღობვის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „სერვისი 2015“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 13 203 ლარს შეადგენს.