სოფელ ჯიღაურაში სპორტული მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პე-ბე“ განახორციელა. სამშენებლო თანხა 9700 ლარს შეადგენს.