სოფელ ძველი ქანდაში შიდა საუბნო გზების მოხრეშვის, რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,უნივერსალმშენი“ განახორციელა. სამშენებლო თანხამ 19.400 ლარი შეადგინა.