სოფელ ციხისძირში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,პე-ბე“ შეასრულა. სამშენებლო თანხამ 19 400 ლარი შეადგინა.