სოფელ მსხალდიდში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა ი/მ ნინო რევაზიშვილმა შეასრულა. სამშენებლო თანხამ 15 520 ლარს შეადგინა.