სოფელ ლისში სკვერის გაშენებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,პე-ბე“ შეასრულა. სამშენებლო თანხამ 15 520 ლარი შეადგინა.