სოფელ გალავანში და ზაქაროში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის, მოასფალტების სამუშაოები დასრულდა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,არალი“ აწარმოებდა. სახელშეკრულებლო თანხა 374 007 ლარია.