სოფელ ახალუბანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა, რომლის სამშენებლო სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "მილენიუმ ბილდერს გრუპი“ აწარმოებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 1 108 529 ლარი შეადგინა.